სკანდალური ინფორმაცია


შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ გედევანიშვილმა განაცადა, რომ შემოსავლების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 ტოტალიზატორში ჩაატარა შემოწმება.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ტოტალიზატორების ჯამური შემოსავალი 280.000 000 ლარზე მეტს აღწევდა. მიუხედავად ამხელა შემოსავლებისა ოფიციალურად მათ დეკლარირებული მხოლოდ 47 მილიონი აქვთ ანუ 230 მილიონით ნაკლებია, რაც მათ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეეტანათ.

გამოძიების თანახმად, წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ტოტალიზატორებში 200 მილიონ ლარზე მეტი წააგო, თუმცა ეს თანხა არ ასახავს სრულ რეალურ სიტუაციას, ვინაიდან გაურკვეველია თუ რამდენი თანხა არის წაგებული .. "ხელზე გამაზვით", რაც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია.

გედევანიშვილის განცხადებით, ყველა ტოტალიზატორს მოუწვს ჯარიმების გადახდა, ხოლო ვისაც სახელმწიფოსთვის 25.000 ლარზე მეტი აქვს დავალიანება, ამ თანხის დაფარვა 45 დღეში მოუწევს.
სრულად 136 ტოტალიზატორს ჯარიმების სახით 53 მილიონი ლარის გადახდა ევალებათ. ჯარიმები კი დამოკიდებულია მათ მიერ ქვეყნისთვის დამალული თანხის რაოდენობაზე.

No comments:

Post a Comment