რულეტკა,სლოტები

         სლოტები, რულეტკა და მსგავსი თამაშები რომლის თამაშის დროს აპარატს (მანქანას) ეთამაშები განკუთვლია უაზროდ ოპტიმისტი ადამიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ აპარატს დაამარცხებენ (მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გარკვეული თანხა მოიგო, მაგრამ აპარატთან თამაშის დროს გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად წააგებთ).
         აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ანუ გემბლინგი მოიცავს კაზინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სათამაშო ავტომატებზე, ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას. გემბლინგი ხასიათდება თამაშის პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხით, ადრინდელი ინტერესების გაუფასურებით, თამაშზე მუდმივი ფიქრით, კონტროლის დაკარგვით (თამაშის დროზე შეწყვეტის შეუძლებლობა), თამაშის გარეშე სიტუაციაში დისკომფორტით, სათამაშო აქტივობის რითმის თანდათანობითი გახშირებით. აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და, ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.

No comments:

Post a Comment