პოკერი



      რაც შეეხება პოკერსპოკერმა უკანასკნელი ერთი წელია რაც ფეხი მოიკიდასაქართველოში და აქტიურად თამაშობს მას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიუხედავად იმისა, იციან თუ არა აღნიშნული თამაში. პოკერის თამაშის ცოდნაში მხოლოდ კომბინაციების ცოდნას არ ვგულისხმობ, რომლის მიხედვითაც დღეს ქართველი მოთამაშეთა უმრავლესობა თამაშობს. კომბინაციის ცოდნის გარდა გასათვალისწინებელია უამრავი ნიუანსი. მაგალითად, თანხა როდის გაზარდო, მთელი ფული როდის ჩახვიდე და .. ცოდნასთან ერთად პოკერში (საქართველოში სადაც მოთამაშეთა 90% თუ მეტი არა ონლაინ პოკერს თამაშობს) გარკვეულწილად RNG – ზე (Random Number Generation) არის დამოკიდებული, რომელიც იდეაში შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს კარტს მოთამაშეებს შორის. RNG – ისეა მოწყობილი რომ ცდილობს ყოველთვის ერთ ადამიანს არ მოაგებინოს და კარტსაც შესაბამისად არიგებს.

    
       ტეხასური პოკერი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თამაშია.გთავაზობთ თამაშის წესებსა და კომბინაციებს:
       


ტეხასურ პოკერში (ჰოლდემში) როგორც სპორტში ტარდება ჩემპიონატები სადაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცოდეს ამ თამაშის შესახებ მაგრამ ბევრია ისეთი ვისაც სურს გაიგოს ჰოლდ-ემის წესები და ა.შ
მოდით გავეცნოთ თუ რა კომბინაცია რას ნიშნავს… 1 დან 10 მდე სიძლიერის მიხედვით.
1)
Royal Flush (როიალ ფლეშ) ყველაზე ძლიერი კარტი რაც შეიძლება გეჭიროთ მაგრამ მისი “გაჩითვა” ძალაიან იშვიათია.
2)
Straight Flush (სტრაიკ ფლაში) ესეც ძლიერი კარტია. აქ მოცემულია კომბინაცია 3 დან 7 მდე რა თქმა უნდა ამას მოუგებს 4 დან 8 მდე ერთი “ცვეტის” კომბინაცია და ა.შ
3)
Four Of  A Kind (კარე) 4 ერთნაირი კარტი. პროცენტულად შანსი იმისა რომ ამ კარტში წააგოთ ძალიან დაბალია. რათქმა უნდა აქაც ასეთი რაღაცაა კომბინაციას 44442 ს უგებს 55552 და ს.შ.
4)
Full House (ფულ ჰაუსი) სამეული და წყვილი მაგალითად 7 7 7 J J აქაც ასეა ამ კომბინაციას უგებს 8 8 8 J J და ზემოთ მოყვანილი კომბინაციები.
5)
Flush (ფლეში) 5 კარტი ერთი და იგივე “ცვეტის” იგივე პრინციპია მის მომგებიანობასთან დაკავშირებით როგორც ზემოთ.
6)
Straight (სტრიტი) სურათზეც კარგად ხედავთ თუ რა კომბინაციაზეა ლაპარაკი 5 თანმიმდევრობით დალაგებული კარტი 3 4 5 6 7 .
7)
Three Of  A Kind (ტროიკა) სამი ერთნაირი კარტი მაგალითისთვის სურათზე კარგად ჩანს თუ რას წარმოადგენს ეს კომბინაცია.
8)
Two Pair (დოპერი) 2 წყვილი ანუ თუ ხელში გიჭირავთ K Q (კაროლ დამა) და მაგიდაზე გაიხსნა კაროლიც და დამაც ეს ნიშნავს რომ გიჭირავს დოპერი :)
9)
One Pair (წყვილი) 2 ერთნაირი კარტი თუ ეს კომბინაცია მოგივიდათ ჯერ დაფიქრდით მაგიდაზე შეიძლება თუ არა იკვრებოდეს უკეთესი კომბინაცია და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ როგორ გააგრძელებთ თამაშს იმიტომ რომ ეს არც ისე საიმედო კარტია. (ისე გამართლებაზეა მარა რავი)))
10)
და ბოლოს Hight card (მაღალი კარტი) თუ ზემოთ აღნიშნული არც ერთი კომბინაცია არ თამაშობს მაგიდაზე ესეიგი გააქვს ყველაზე მაღალ კარტს რაც ხელშია…
ესაა 10 კომბინაცია ტეხასური პოკერი ჰოლდ-ემის.
ონლაინში თამაშის დროს ხშირია გამოთქმები:
nh – Nice hand (კარგი ხელი ანუ კარგი თამაში ) მეგობრული ჟესტია
vnh- Very nice hand (ძალიან კარგი ხელია)
gg- Good going (კარგი სვლაა)
ty- Thank you ( გმადობ. თუ გეტყვიან NH ეტყვი TY ან FY :D )
გახსოვდეთ რომ პოკერს უნდა ბევრი ფიქრი, ფიქრი იმაზე თუ % ტულად რა პოზიციაზე ხარ და ფიქრი იმაზე თუ როგორ მიუდგე ამა თუ იმ მოთამაშეს თუნდაც ბლეფში… ეს ყველაფერი კი დროსთან ერთად მოვა…

No comments:

Post a Comment