კვლევა ითვალისწინებს იმას თუ როგორ მოქმედებს ტოტალიზატორები ადამიანების ფსიქოლოგიაზე.აგრეთვე ვცადე თავად გავრკვეულიყავი იმ გასართობ საშუალებებში რომლებსაც ტოტალიზატორი სთავაზობ მომხმარებელს.როგორებიც აღმოჩნდა ე.წ რულეტკა,სლოტები,პოკერი,სპორტი. ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს პოკერს და განსაკუთრებით ''ტეხასურ პოკერს''.თემის მიზანი არ არის ადამიანთა წახალისება რომ უფრო მეტმა სცადოს ამ სფეროში ჩახედვა,პირიქით მომხმარებელს მოვუწოდებ რომ უარი თქვას ყველანაირ გასართობ საშუალებაზე რადგან აქ მოგებული მხოლოდ ''მანქანაა''.მიუხედავად იმისა რომ ეს ხალხმაც კარგად იცის მაინც უამრავი ადამიანი რჩება უსახლკაროდ,ეს ყველაფერი იმის გამო რომ მათი ფსიქოლოგია მთლიანად მორყეულია და თამაშის მეტი არაფერი ესაჭიროებათ. აღმოვაჩინე რომ ამ საშუალებით მოზარდებიც აქტიურად არიან დაკავებული,მითუმეტეს რომ არსებობს მრავალი online ტოტალიზატორი,სადაც ყველანაირი ფსონის განთავსებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ კვლევაში სათანადოდ არ ჩანს ის უარყოფითი მხარეები რაც ტოტალიზატორს ახასიათებს მაგრამ მეშევეცადე თავად მომხმარებლის თვალით დამენახებინა ეს საზოგადოებისთვის.სულ დახურონ ეს ტოტალიზატორები ცოდვის ბუდე რო არი...მოაშორონ ტოტალიზატორები ჯობია სულ კარგი იქნება..არა რას ვკაიფობ ეხლა მთლად ჰეროინი არაა მაგრამ ძაან ჩათრევა იცის..აი როგორც კომპიუტერულმა იგრებმა... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საზოგადოების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან,ასე რომ რტული არაა იმის გაგება რომ ტოტალიზატორებს მხოლოდ ცუდი მოაქვს ადამიანებისთვის.
No comments:
Post a Comment